ავარია სამტრედიაში – გარდაცვლილია 1 ადამიანი, 2 მძიმედ დაშავებულია

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ნისანის მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

http://www.newposts.ge

Comments
Loading...