ავიაკომპანია Virgin Australia-ს ბორტგამცილებლის ემოციური გამოსამშვიდობებელი მიმართვა მგზავრებს(ვიდეო)

ვიდეოში ასახულია ბორტგამცილებელი გოგონას ძალზედ ემოციური მიმართვა. იგი მგზავრებს ამცნობს,რომ ფრენები ჩერდება ,კორონავირუსის გამო,და დროებით ემშვიდობება მათ. ვიდეოს ავრცელებს Express.

გოგონა ბოდიშს უხდის მგზავრებს ასეთი ემოციებისათვის და განმარტავს,რომ  ეს ფრენა,შესაძლოა, ბოლო იყოს მისთვისა და მისი კოლეგებისათვის,ახლო მომავლის მანძილზე.

„ჩვენმა გუნდმა დიდიხანია,რაც ცა თავის სახლად მიიჩნია და ახლა გვიჭირს იმის დაჯერება,რომ დედამიწაზე ვბრუნდებით. მგზავრებო,დიდი მადლობა თქვენი ღიმილისათვის და იმისათვის,რომ ასე სასიამოვნოს ხდით ჩვენს სამუშაოს. გისურვებთ ყოველივე კარგს,ამ განსაცდელის ჟამს. გთხოვთ,იზრუნოთ საკუთარ თავსა და საკუთარ ახლობლებზე“.-თქვა გოგონამ.

ბორტგამცილებელმა დიდი მადლობა მოუხადა თავის კოლეგებსაც, ერთადგაწეული საქმიანობისათვის და  ასევე დასძინა :“ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ,რომ მალე ისევ შევხვდებით ცაში“.

Comments
Loading...