ავტოავარია ადიგენში მსხვერპლით დასრულდა – ავტომობილი, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა, ხრამში გადავარდა

14 წლის მოზარდი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანთან,  რამდენიმე საათის წინ  მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილს მოზარდი თავად მართავდა. როგორც თვითხილველები ჰყვებიან, მან საჭე ვერ დაიმორჩილა  ფერდობიდან დაგორდა და ხრამში გადავარდა.  სამწუხაროდ, იგი  ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მოხდარზე  გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

 

Comments
Loading...