ავსტრალიამ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს გამოყენება დაამტკიცა
სამშაბათს, ავსტრალიის სამედიცინო მარეგულირებელმა ორგანომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქვინა AstraZeneca Plc-ს წინასწარი თანხმობა მისცა. იუწყება Reuters.
ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მან AstraZeneca-ს საკმარისი რაოდენობა შეუკვეთა. ასევე შეკვეთილია Pfizer Inc და BioNTech ვაქცინების საკმარისი დოზები.
”ავსტრალიაში ახლა ხელმისაწვდომია COVID19-ის საწინააღმდეგო ორი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა სატელევიზიო პრესკონფერენციაზე.