ავსტრალიაში პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ავსტრალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში ერთი თვის განმავლობაში შევა, ხოლო პირველი ასეთი ქორწილი თებერვალშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ დებატებისას დეპუტატმა ტიმ უილსონმა თავის პარტნიორს დაქორწინება შესთავაზა, რომელთანაც იგი ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობს.

ნოემბერში ავსტრალიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მონაწილეთა 61%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 12.7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ავსტრალია 26-ე ქვეყანა გახდება, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.

Comments
Loading...