ავსტრალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი

ტყის ხანძარს ავსტრალიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „როიტერი“.

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო წერს, სტიქიური უბედურება ახალი სამხრეთ უელსის შტატში, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მძვინვარებს.

ბოლო ინფორმაციით, მასშტაბურმა ხანძარმა უკანასკნელ რამდენიმე დღეში 80 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი გადაწვა.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის ლოკალიზებაში ხელს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი უშლით.

Comments
Loading...