ავსტრალიაში ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 70 წელს იცხოვრა, ერთ დღეს გარდაიცვალა

ავსტრალიაში ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 70 წელს იცხოვრა, ერთ დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

90 წლის ჯონ პლატელი და 92 წლის ფრენსის ერნესტი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობნენ. ისინი ერთ ოთახში გვერდიგვერდ მდებარე საწოლებში იწვნენ, რათა ერთმანეთისთვის ხელის მოკიდების საშუალება ჰქონოდათ.

6 იანვარს, ღამის  შემოვლის დროს მედდამ აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ექიმმაც კი ვერ დაადგინა, მათ გარდაცვალებას შორის დროის სხვაობა. ამიტომაც დოკუმენტებში ერთი და იგივე დრო მიუთითეს.

imedinews.ge

Comments
Loading...