ალაიზიის ყოფილი პრემიერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

მალაიზიის ყოფილი პრემიერმინისტრი ნადჯიბ რაზაკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Channel Asia ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, მას ბრალს 4 ივლისს სასამართლო სხდომაზე წაუყენებენ.
მაისში, გამოცემა The Sun წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამართალდამცავებმა კუალა-ლუმპურში მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 30 მილიონ დოლარზე მეტი ამოიღეს. თანხა 30 ტომარაში იყო შენახული. ის მალაიზიის ცენტრალურ ბანკში შეინახეს.
გარდა ამისა, ჩატარეული ჩხრეკისას ძვირადღირებული ჩანთები, საათები და სამკაული ამოიღეს.
ნადჟიბ რაზაკი მალაიზიის პრემიერმინისტრი იყო 2009-2018 წწ-ში.

 

Comments
Loading...