ალეკო ელისაშვილი: მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა

” ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ “- ოპოზიციური სპექტრისმიერ თბილისის მაჟორიტარული ოლქების განაწილების საკითხს, ალეკო ელისაშვილი FACEBOOK-ზე ეხმაურება.

“მოკლედ, მეგობრებო თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვიცი ვინ რაზე შეთანხმდა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ასეთია:

1. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია 120/30 პრინციპი, მანამდე თბილისის მაჟორიტარების პრეზენტაცია ძალიან არასერიოზულია. ვინმეს აქვს გარანტია რომ დიმიტრი ხუნდაძე ისევ არ “აჯანყდება” და ისევ არ ჩააგდებენ ამ საკითხს? ასე რომ ოპოზიცია ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად სად ჩქარობს ოპოზიცია ვერ ვხვდებით.

2. თბილისის მაჟორიტარებზე თუ იქნებოდა შეთანხმება უნდა ყოფილიყო ყველას შეთანხმება და არა ცალკეული პარტიების. ყველა ამ შეთანხმების მონაწილე არაა როგორც ვხედავთ, ასე რომ ჩვენც ვერ ვხედავთ მონაწილეობის აუცილებლობას.

3. ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა”-წერს ელისაშვილი.

Comments
Loading...