ალეკო ელისაშვილი: წაისვი ვაზელინი და შეუძვერი ივანიშვილს, თუ ხაინდრავა-ნაცვლიშვილი არხერხებენ, სხვაც მოახერხებს

“ოცნებისთვის” კოალიციის შექმნა რომ მდომოდა ახლა ან მინისტრი ვიქნებოდი, ან ვიცე-პრემიერი, – ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ქართულ ოცნებას” არ შევუქმნი კოალიციას. “ოცნებისთვის” კოალიციის შექმნა რომ მნდომოდა, ან მინისტრი ვიქნებოდა, ან ვიცე-პრემიერი. მე თავიდან მთავაზობდნენ პარტია “ქართულ ოცნების” დამფუძნებლობას, შემდეგ მთავაზობდნენ მაჟორიტარობას თბილისში. ერთზეც და მეორეზეც უარი ვთქვი. ვხედავდი, რომ სააკაშვილი გასაშვები იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ისეთი ხალხი ჰყავდა შეკრებილი და ისეთი აჯაფსანდალი ჰყავდა გარშემო, რომ იმათთან არ მინდოდა.

ამ ქვეყანაში თუ რამეა მარტივი, წაისვი ვაზელინი და შეუძვერი ბიძინა ივანიშვილს. გოგა ხაინდრავა თუ ახერხებს და ლაშა ნაცვლიშვილი, როგორმე სხვაც მოახერხებს. არ ვცხოვრობ ასეთი ცხოვრებით და მინდა, რომ სანამ ჯანი და ღონე მაქვს, ეს ქვეყანა წავიდეს წინ. მეუბნებიან, ახლა რომ ასე ლაპარაკობ, თანამდებობაზე რომ მოხვალ მერე რას იზამო, მაგრამ ისეთ თანამდებობაზე ვიყავი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე რომ ვიყავი, ორ საათში შემეძლო მილიონერი გავმხდარიყავი, მაგრამ არ ვიკადრე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Comments
Loading...