ალენ დელონმა სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა

86 წლის ალენ დელონმა, რომელსაც 2019 წელს ინსულტი ჰქონდა, სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა.

ალენ დელონის ამ გადაწყვეტილებას მისი 57 წლის ვაჟი, ენტონი დელონი, ადასტურებს.

RTL-თან ინტერვიუში ენტონიმ განაცხადა, რომ ალენ დელონმა ევთანაზიით სიცოცხლის დასრულების შესახებ თავისი გადაწყვეტილება ანდერძში დააზუსტა და შვილს სთხოვა, რომ ყველა საჭირო საკითხი მოეგვარებინა და ბოლომდე მასთან დარჩენილიყო.

ენტონი მამის გადაწყვეტილებას დათანხმდა, თუმცა არ სურს, რომ ევთანაზია თავად აღასრულოს.

„როდესაც მამაჩემმა მთხოვა, რომ მე მის გვერდით ვყოფილიყავი, ამ მომენტში, ეს ძალიან მძიმედ მივიღე. მე ვიყავი დედასთან ერთად, როდესაც ის გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიყავით: დედა, მამა და დეიდა. დედას მძიმე სენი ჰქონდა. დილის 11 საათზე დაგვტოვა და ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე“, – ამბობს ენტონი დელონი.

“პრაიმ ტაიმი”

Comments
Loading...