მალაიზიაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა, იუწყება  ტელეარხი Channel News Asia ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით .

მედიის ინფორმაციით, 14 მოწამლული კრიტიკულ მდგომარეობაშია, 9 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ხოლო 9 ადამიანი უკვე გაწერეს.

ფაქტთან დაკავშირებით კუალა-ლუმპურსა და კელანგში 9 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საქმეში 7 ძირითადი ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან მაღაზიის მენეჯერები და მათი თანამშრომლები.

სამართალდამცაველების განმარტებით, ჩატარებული რეიდებისას 1000 ბოთვლი ვისკი და 1,7 ათასი ქილა ლუდი ამოიღეს. ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე მაღაზია დაიხურა. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე საწარმოს სამუშაო პროცესი შეუჩერდეს. ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობას შეისწავლის. ჯანდაცვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნურ ჰიშამ აბდულამ აღიარა, რომ გარდაცვალების მიზეზი მეთანოლი იყო, მაგრამ ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

 

Comments
Loading...