ამბროლაურში ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაცით, ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ამბროლაურში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...