ამერიკა ევროპულ რეისებზე ნოუთბუქების შეტანას აღარ აკრძალავს

ევროპასა და ამერიკას შორის მოძრავ თვითმფრინავებზე  ნოუთბუქებისა და პლანშეტების შეტანა არ აიკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მანამდე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ამერიკის მიმართულებით რეისებზე ნოუთბუქებისა და მსგავსი მოწყობილობების შეტანის აკრძალვა დააანონსა.

25 მარტიდან აშშ-ის ავიარეისების თვითმფრინავებში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან აკრძალულია ტელეფონებზე და სმარტფონებზე უფრო დიდი ელექტრომოწყობილობების ატანა, გარდა სამედიცინო მოწყობილობებისა. აკრძალვა შეეხება მსოფლიოს 8 ქვეყნის 10 აეროპორტს. ესენია: ომანის, ქუვეითის, ქაიროს, სტამბოლის, ჯედაჰ და რიადის, კასაბლანკას, დოჰას, დუბაისა და აბუ დაბის აეროპორტები.

აშშ-ის შემდეგ ანალოგიური რეგულაციის შემოღების შესახებ დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადა ისეთ თვითმფრინავებზე, რომლებიც ბრიტანეთში ექვსი ქვეყნიდან, კერძოდ, თურქეთიდან, იორდანიიდნ, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან და საუდის არაბეთიდან დაფრინავენ.

http://imedinews.ge

Comments
Loading...