ამერიკული ავიაგადამზიდის კაპიტანი კორონავირუსზე გამოქვეყნებული წერილის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ავიაგადამზიდის „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანი მოხსნეს თანანმდებობიდან. ინფორმაციას ავრცელებს The Wall Street Journal

კაპიტანის წერილი  გემბანზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შესაძლებლობას ეხებოდა.

მისი განთავისუფლების შესახებ,განაცხადა საზღვაოძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თომას მოდლიმ.

„ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო გაზეთში კაპიტანის წერილის ნახვა. ეს არ უნდა გამჟღავნებულიყო მედიისათვის. ეს იყო მისი პირადი პასუხისმგებლობა“-აცხადებს თომასი.

მოდლიმ აღნიშნა,რომ გამოქვეყნებული წერილი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში პანიკის სურათს ხატავდა და ამ სიტუაციის სიმძიმის გამო , მიიღეს კაპიტანის თანანმდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება.

 

Comments
Loading...