ამერიკული კომპანია ნაყინის სახელად აღარ გამოიყენებს “ესკიმოს”, რათა ესკიმოსებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს

ამერიკულმა კომპანიამ Dreyer-მა გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი საფირმო ესკიმოების სახელი, რათა შეურაცხყოფა არ მიაყენოს ესკიმოსებს – ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის, ჩრდილო ალასკისა და კანადის აბორიგენ მოსახლეობას. ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.

გამოცემა კომპანიის მთავარ მარკეტოლოგს, ელიზაბელ მარკესს ეყრდნობა. კომპანია აგრეთვე შვეიცარიული ნესტლეს შვილობილია. ”ჩვენ გვინდა, რომ დამყარდეს რასობრივი თანასწორობა და მიგვაჩნია, რომ ეს ტერმინი დამამცირებელია,” – თქვა მან.

ელიზაბელი გულისხმობდა Eskimo Pie-ს – კომპანიის ტკბილ დესერტს, რომელიც წარმოადგენს ნაყინის ფენას და, რომელიც ყველა მხრიდან შოკოლადის გარსშია მოთავსებული.

გაზეთის ცნობით, ეს პროდუქტი გამოიგონეს 1920 წელს, კრისტიან ნელსონმა და საკონდიტრო მეწარმემ რასელ სტოვერმა. მათ 1922 წელს ეს გამოგონება დააპატენტეს, შემდეგ კი იგი შეერთებულ შტატებში, ნაყინის მზარდი პოპულარობის გამო გაყიდეს. იგი კომპანია Dreyer’s-მა 2007 წელს შეიძინა. პროდუქტის ლოგოდ გამოყენებულია ბიჭის გამოსახულება ესკიმოსის ტანსაცმელში.

Comments
Loading...