ამირან გამყრელიძე: აუცილებელია მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება

პირბადე გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების შემადგენელი ატრიბუტი და ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის ატრიბუტი, ამიტომ აუცილებელი იქნება მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ,ჟურნალისტებთან.

„როდესაც ვსაუბრობთ თანაცხოვრებაზე კორონა ვირუსულ ინფექციასთან, აუცილებელია რამდენიმე მთავარი გზავნილის დამახსოვრება. ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რომელიც იმედია, მალე შეიქმნება და ის გარდატეხას შეიტანს ვირუსის დამარცხებაში; არ არსებობს ასევე ეტიო ტროპული წამალი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს. ამიტომ, ერთადერთი მთავარი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის არის ისევ და ისევ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა.

პირბადე გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების შემადგენელი ატრიბუტი და ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის ატრიბუტი. ამიტომ, აუცილებელი იქნება მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ.

აუცილებელი იქნება იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ზეგიდან ამუშავდება, დავიცვათ სოციალური დისტანცია; აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ხმარება. აუცილებელი იქნება ხელების დამუშავება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით. მე მაგალითად ჯიბით დამაქვს „სანიტაიზერი“ და ალბათ, ყველას თან გაქვთ, რათა ხელები დაამუშაოთ. ასე რომ, თანდათან ამ წესებს უნდა მივეჩვიოთ, ისევე როგორც თავი უნდა ავარიდოთ დიდ თავყრილობებს, მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიყვარს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Comments
Loading...