ამირან გამყრელიძე: ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, 5 ახალი შემთხვევის წყაროზე ვერ გავდივართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

“დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე” , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Comments
Loading...