გორში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ამ დროისთვის არსებული პირველადი მონაცემებით, #32-ე გორის ოლქში ჩატარებულ არჩევნებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს, – ამის შესახებ #32-ე გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ წინასწარი მონაცემები, მიმდინარეობს საარჩევნო უბნებიდან შემოსული ოქმების დაჯამება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე შემიძლია მოგახსენოთ წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ მალხაზ მირუაშვილმა.

ipn.ge

Comments
Loading...