ამ წუთებში, თურქეთში, სტამბოლში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარია
ამ წუთებში, თურქეთში, სტამბოლში სავაჭრო ცენტრ – Metrocity-ში ხანძარია – ინფორმაციას ტელეკომპანია NTV ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი ლევენტის უბანში, სავაჭრო ცენტრში, სახურავზე გაჩნდა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება