ამ წუთებში ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის

ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვის.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ მუგუდასთან ახლოსაა.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების რისკის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

Comments
Loading...