ანა დოლიძე: კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარტლე წევრმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შორის შემდგარ შეხვედრა შეაფასა.

“ყველა ვაცნობიერებთ ვფიქრობ, ჩვენ ამ კვირას მოვიგეთ ძალიან დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საფრთხე, ვინაიდან სასამარტლო კლანს ჰქონდა სასამარტლო ხელისუფლების საბოლოო მიტაცების მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებაში ვინც ნებისმიერი ფორმით ხმა ამოიღო მადლობა გადაგიხადოთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ რძოლის ფონზე ჩვენ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა, ამჯერად ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა ლევან მურუსიძე უვადოდ გაამწესა სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან, 11-მა ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესა.
როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს მათ მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მან კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და გაბათილდა ბიულეტენი.

• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე
• სერგო მეთოფიშვილი
• რევაზ ნადარაია
• შოთა ქადაგიძე
• ირაკლი შენგელია
• ირაკლი ბონდარენკო
• დიმიტრი გვრიტიშვილი
• ვასილ მშვენიერაძე
• ნაზი ჯანეზაშვილი (წინააღმდეგი)
• ირმა გელაშვილი (წინააღმდეგი)
• ზაზა ხარებავა
• ლევან გზირიშვილი
• ანა დოლიძე – (ბათილი)
• თამარ ონიანი

Comments
Loading...