ანგელა მერკელი: ევროკავშირი და ნატო რუსეთის მტერი არ არის, ეს მან უნდა გაიგოს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიას სურს ძალიან კარგი ურთიერთობა არა მხოლოდ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

“რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მსოფლიოში.  ევროპა და რუსეთი ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ და ერთმანეთისგან ძალიან ბევრი ისწავლეს. მიუხედავად ამისა, იყო ასეთი შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა, რომ ჯერ კიდევ ვართ მტრები ერთმანეთის. ევროკავშირი და ნატო არ არის საფრთხე, მტერი რუსეთის და ეს მან უნდა გაიგოს.

რა თქმა უნდა რუსეთი  ურთულებს სიტუაციას საქართველოს აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის სახით, მოლდავეთს აქვს პრობლემა, აზერბაიჯანს, უკრაინას, და ყველა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სურთ ევროპასთან კარგი ურთიერთობის ჰქონდა ტერიტორიული კონფლიქტები. აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

არ ვარ წინააღმდეგი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს… იქნებ გადავწვიტოთ პრობლემა უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, და ვფიქრობ,ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი”, – განაცხადა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

Comments
Loading...