ანგელა მერკელი: “საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს არის უდიდესი უსამართლობა”

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც კანცლერის შეფასებით, უდიდესი უსამართლობაა.

“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად”, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ასევე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ძალიან რთულია.

“ჩვენ ვხედავთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაც ხდება. გერმანიის საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკა კვლავინდებურად პესპექტივაზე იქნება ორიენტირებული, და ის, რომ თქვენ კვლავინდებურად ძალიან ახლოს იყოთ ევროპასთან, ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი”,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

 

Comments
Loading...