ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა – „ინფარქტს გადავურჩით”

ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. ქალაქში ჭორი გავრცელდა რომ მომღერალი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი“ მიიყვანეს. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.

მაგდა ჯოხაძე:

– მაგდა, ანრის ამბავი გვაინტერესებს, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესო, გავიგეთ…

– უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ  დროულად  მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა.

– სამსახურში გახდა ავად?

– არა. სახლში. რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას.

– ჯანმრთელობას გისურვებთ. ველოდებით კლიპის პრემიერას.

– დიდი მადლობა. აუცილებლად მოგიწვევთ. სუპერ კლიპი გამოდის. უბრალოდ ეს რომ რამეს აკეთებს, არც ძილი ახსოვს, არც ჭამა  არც  სამყარო. დაშოკილი ჰყავს ორგანიზმი.

წყარო: primetime.ge

Comments
Loading...