ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთის უღელტეხლზე,  ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 5 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებმაც გადმოსვლა დროულად შეძლეს.

შსს–მ მომხდარ აქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.
შენიშვნა: ფოტო არ ასახვას მომხდარ ფაქტს.
Comments
Loading...