ანტონიუ გუტერიში: “დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად”

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ზომები დაუყოვნებლივ არის მისაღები.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მივდივართ პირდაპირ გლობალური სასურსათო კრიზისისკენ, რომელმაც შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქონიოს გავლენა ასეულობით მილიონი ბავშვის და მოზრდილის სიცოცხლეზე, – განაცხადა ანტონიუ გუტერიშმა ვიდეომიმართვაში კორონავირუსის პანდემიის და სასურსათო უსართხოების და კვების შესახებ.

ანტონიუ გუტერიშის თქმით, მსოფლიოში 7,8 მილიარდი მოსახლიდან 820 მილიონზე მეტი მშიერია და 5 წლამდე ასაკის 144 მილიონი ბავშვი – ყოველი მეხუთე ბავშვი მსოფლიოში – ჩამორჩება განვითარებაში.

პანდემია სიტუაციას აუარესებს და დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო. წელს კრიზისის გამო 49 მილიონი კაცი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურეს სიღატაკეში, მოსალოდნელია კვების უკმარისობის მქონე ადამიანთა რაოდენობის სწრაფი ზრდა. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იანი შემცირება ნიშნავს დამატებით 0,7 მილიონი ბავშვის განვითარებაში ჩამორჩენას. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სურსათი უხვადაა, ჩვენ ვხედავთ სურსათის მიწოდების ჯაჭვში შეფერხების რისკებს. უკიდურესად მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო, – ამბობს ანტონიუ გუტერიში ვიდეომიმართვაში.

ანტონიუ გუტერიშის მიერ ვიდეომიმართვაში ნახსენები სურსათის მიწოდების ჯაჭვში შეფერხების რისკების თემას, ამჯერად სახელმწიფოთა შორის, ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება

https://ipress.ge/new/giorgi-gakharia-rogorts-ki-krizis-daitsqho-qveqhnebma-saidanats-produqts-vqhidulobdith-gauphrthkhileblad-thqves-morcha-eqsporti-damthavrda/

Comments
Loading...