“ან 6 თვის წინანდელი ჩხუბი რაში გვაინტერესებს, ან 6 დღის წინანდელი, როცა საქმე მერიის მიერ განხორციელებულ კორუფციულ სქემას ეხება“

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ან 6 თვის წინანდელი ჩხუბი რაში გვაინტერესებს, ან 6 დღის წინანდელი, როცა საქმე მერიის მიერ განხორციელებულ კორუფციულ სქემას ეხება?

მიწების სკანდალია ეს და არა ფარცხალაძე-თორდიას ცემატყეპის. საზოგადოებას ეს გვაინტერესებს პირველ რიგში, და არა ვინ ვის სცემა და ჩაკ ნორისი მოერევა თუ ვანდამი“, – წერს გვარამია.

Comments
Loading...