“არაადამიანებო, თქვენთვის პირადად აქვს მნიშვნელობა რითი გარდაიცვალა? ვინც ამას წერს ფეხებით დასაკიდია”

“მეგობრებო მორაგბეობას რომ თავი დავანებოთ, ადამიანი იყო ძალიან პოზიტიური და ძალიან კეთილი. ძალიან დიდი ადამიანი იყო გუჯა. გაითვალისწინეთ ყველამ არაადამიანებო. თქვენთვის პირადად აქვს მნიშვნელობა რითი გარდაიცვალა? ადამიანია, ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად, პროფესიონალი სპორტსმენი, უდიდესი მორაგბე და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უდიდესი ადამიანი. ადასტურებენ რომ გულის შეტევით გარდაიცვალა და გული გაუსკდა. რატომ წერთ წამლით გაიპარაო რატომ? ვინც ამას წერს და ამას ავრცელებს ფეხებით დასაკიდია. სამარცხვინო და არაადამიანები ხართ. მრცხვენია და გული მტკივა ესეთი ადამიანები რომ არსებობთ და გუჯასნაირი ოქრო და უმაგრესი ადამიანები მიდიან იმქვეყნად”, – წერენ “რაგბის ფანების” ფეისბუქ გვერდზე.

24 წლის ასაკში ქართველი მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. გუჯა საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია ”ლელო სარასენსის” შემადგენლობაში.

Comments
Loading...