“არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერშუაში იყო”- რას წერს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ავარია შეემთხვა

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, მართავდა, ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ცირა ლუკავამ მსუბუქი დაზიანება მიიღო. საბედნიეროდ,ავტომობილში მყოფი მისი ორი შვილიც უვნებლად გადარჩა.

ცირა ლუკავა 30 სექტემბერს მომხდარ ავარიას იხსნებს და სოციალური ქსელით, საზოაგადოებას მიმართავს.
“მადლობა უფალს, რომ არ გაგვწირა, დაგვიცვა და დაგვიფარა იმ საფრთხისგან, რომლისგან არცერთი არ ვართ დაზღვეული…
მადლობა ღვთისმშობელო ,რომ გაადაფარე ჩემს შვილებს თქვენი კალთა , დაიცავით იმ უბედურებისგან, რომელიც ელოდათ და მე დღეს ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში….
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედექით და ჩვენი ეს სასწაულებრივად ფაქტიურად მეორედ დაბადებამ ასე გაგახარათ. მადლობა ჩემო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ამდენი ზარებისთვის და სმსბისთვის.
ძალიან ბევრი მესიჯია და ამ ჯერად აქ გიპასუხებთ სულყველას ღვთისწყალობით კარგადვართ და არ ინერვიულოთ….ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ , მე თქვენ მაძლიერებთ, ზოგ-ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა, არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერშუაში იყო, ვინც იცის ჩემი გრაფიკი იციან რომძალიან გადაღლილი ვარ და გავითიშე, ჩემდა სამწუხაროდ, არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული , ასე რომ რაც არვიცით, მას ნუ განვიკითხავთ…”,-წერს ლუკავა.

Comments
Loading...