“არანაკლები პასუხისმგებლობა მაქვს მე ქვეყნის წინაშე, ვიდრე ზვიად გამსახურდიას”

საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას შეადარა. მისი თქმით, მას არანაკლები მისია გააჩნია, ვიდრე ზვიად გამსახურდიას.

“გიორგი სააკაძის მერე რომელი ქართველი იყო ორ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ლიდერი? რომელი პოლიტიკოსი არსებობს დღეს მსოფლიოში, რომელიც ორ ქვეყანაში არის ლიდერი, რომლის რეფორმებს რეგიონალური მასშტაბით ყველა იმეორებს?   შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს “ფეისბუქზე” და ყველა, მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები დღემდე საუბრობენ ქართულ სასწაულზე.

ინგა გრიგოლია: მე არ ვაკნინებ თქვენს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.

მიხეილ სააკაშვილი: თუ საჭიროა თავის გადადება ან თავის გაწირვა, ზვიად გამსახურდიამ გააკეთა ეს და მეც იგივე პასუხისმგებლობა მაქვს და არანაკლები, ვიდრე ზვიად გამსახურდიას. ჩვენ გვინდა  ვიცოცხლოთ, ჩვენ გვინდა გავიმარჯოთ და სხვაც ვაცოცხლოთ!

Comments
Loading...