“არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს”

ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა – გათავისუფლება ცოდვისგან”,- ამის შესახებ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ, “მთვარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით.

ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა – გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით – ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე – აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით ”,-ამბობს მეუფე პეტრე.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს.

სონოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ თქვა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

ამასთან, გუშინ, “პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.

Comments
Loading...