არსებობდა ორი ვარიანტი: საქართველოს სრული განადგურება ან ჩემი წასვლა – სააკაშვილი აგვისტოს ომს იხსენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ნოვაია გაზეტასთან” ინტერვიუში 2008 წლის ომის მოვლენებსა და კონფლიქტის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, როდესაც კონდოლიზა რაისმა სერგეი ლავროვს დაურეკა, მან განაცხადა, რომ  ორი ვარიანტი არსებობდა – ან საქართველოს სრული განადგურება და მისი ხელისუფლებიდან წასვლა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ჯორჯ ბუშს ვლადიმერ პუტინთან პირადი ურთიერთობა, სააკაშვილმა განაცხადა:
– დიახ, ის ენდობოდა თავის ინსტინქტებს და ფიქრობდა, რომ პუტინი არასდროს უღალატებდა მას. მაგრამ იმ დროს ბუში ძალიან სუსტი იყო და ერაყის ომში იყო ჩაბმული. იყო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ნიშნები. და პუტინი ფიქრობდა, რომ ეს მისი გამარჯვება იყო. აგვისტოში ბუშმა დაგვიანებით, მაგრამ მოქმედება დაიწყო. პირველი საუბარი პეკინში შედგა, სადაც ყველა ლიდერი ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა. ბუშს ჯერ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა, – CIA ცუდად მუშაობდა. პუტინმა მას განუცხადა: ამბობენ, სააკაშვილმა ჩვენთან ომი დაიწყო!

-თვლით თავს ომის მთავარ სამიზნედ?

“ასე ამბობენ თვითონ!”. როდესაც კონდოლიზა რაისმა ლავროვს დაურეკა, მან განაცხადა, რომ არსებობდა ორი ვარიანტი – ან საქართველოს სრული განადგურება და სააკაშვილის წასვლა….სარკოზიმ (2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი) მითხრა, რომ წავსულიყავი. ზოგიერთი ამერიკელი დაბალ დიპლომატიურ დონეზე ასევე განიხილავდა ჩემი, ჩემი ოჯახისა და ჩემი მთავრობის ევაკუაციას. რა თქმა უნდა, ბუშის დონეზე ეს არ იყო შემოთავაზებული, რადგან შეუსაბამო იყო“.

 

Comments
Loading...