არქეოლოგებმა ეგვიპტეში მსოფლიოს უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს

ამერიკელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგთა ჯგუფმა უძველესი ქალაქ აბიდოსის ტერიტორიაზე იპოვნეს ლუდსახარში, რომელიც, ალბათ, ყველაზე ძველია მსოფლიოში.

არქეოლოგებმა ლუდსახარშში აღმოაჩინეს რვა ოთახი, 20 მ სიგრძისა და 2,5 მ სიგანის. თითოეულ ოთახს 40-მდე თიხის ავზი ჰქონდა, რომელშიც ლუდს ხარშავდნენ.

ეგვიპტის სიძველეთა სამსახურის გენერალური მდივნის მუსტაფა ვაზირის თქმით, ლუდსახარში, წინასწარი მონაცემებით, ადრეული სამეფოს პირველი დინასტიის ფუძემდებლის ფარაონ ნარმერის დროიდან მოდის, რომელიც ძვ.წ. XXXII საუკუნის ბოლოს ხელმძღვანელობდა ეგვიპტეს. არქეოლოგიური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, დოქტორმა მათე ადამსმა დაამატა, რომ ლუდსახარშში მომზადებული სითხეები, სავარაუდოდ, მმართველი ელიტის ცერემონიალებზე რიტუალური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ბრიტანელმა არქეოლოგებმა პირველმა განაცხადეს ქარხნის არსებობის შესახებ 1900-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

Comments
Loading...