არჩევნებში მონაწილეობა ისევე უნდა იყოს სავალდებულო, როგორც სამხედრო მოვალეობის მოხდა – ნათელაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის

“ლეიბორისტული პარტია” პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დეპუტატებს მიმართავს, რომ მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და მიიღონ კანონი, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სავალდებულო.

“მთელი მსოფლიოს წამყვანი ოქროს პლიაჟები სავსეა ჩვენი დეპუტატების გვამებით და მათი გაქსუებული ოჯახის წევრების სილუეტები ამჩნევია ამ პლიაჟებს. კეთილი ინებონ, შეწყვიტონ ეს დასვენება, მოიწვიონ რიგგარეშე სესია და მიიღონ კანონი იმის თაობაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის არის სავალდებულო, ისევე როგორც სავალდებულოა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულება, სამხედრო მოვალეობის მოხდა, ჯარიმის გადახდა, მათ შორის გადაგდებულ სიგარეტზე, თუ გატეხილ ჭიქაზე, არასამართლიანი უკანონო გადასახადების გადახდა და ელექტროენერგიაში 20-ჯერ ძვირი ტარიფებს გადახდა, როგორც სავალდებულოა ამათი დაწესებული ბენზინის გადახდა იმ მასშტაბებით, როგორც გვიწესებენ, ამათ უსამართლო სასამართლოში გამოცხადება და ჩვენების მიცემა, თუ ამას არ იზავ, დაგიჭერენ ციხეში, არჩვნების დღეს წყდება ქვეყნის ბედი”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

Comments
Loading...