“არცერთი ბინა დევნილებს, მიშას ვილა ფლორიდაში” – საპროტესტო აქცია ზუგდიდში(live)

“შორს ზუგდიდიდან იდიოტკა”, “ანაკლია თუ მაიამი”, ,,სანდრა ფლორიდის გუბერნატორად”, ,,არცერთი ბინა დევნილებს, მიშას ვილა ფლორიდაში” – ამ ტრანსფარანტებით   დღეს ზუგდიდში,  სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წინ დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათ სურთ, სანდრა რულოვვს დაუსვან კითხვები, თუმცა მერობის კანდიდატი მათთან არ მიდის და მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს ხვდება.

აქციის მონაწილეებს სანდრა რულოვსიის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. მათი თქმით, სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო პერიოდში არაერტ დევნილს შეხვდა და შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

იხილეთ ვიდეო

Comments
Loading...