“არ გამოვრიცხავ, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა დადგეს”

“ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში უბრალოდ არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს ჩვენ ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთო მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ყველა არის ჩართული.

მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

“კურიერის” ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საჭირ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა დადგეს? ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს: “არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებებიც საჭირო გახდეს“.

Comments
Loading...