“არ გამოვრიცხავ, 2020 წლის არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე ვიხილოთ პარტიაში”

 ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“,- განაცხადა კალაძემ.
Comments
Loading...