“არ ვიცი, რა გავაკეთო, რა ვუპასუხო… როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს”- ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედის სულისშემძრველი პოსტი

ავარის შედეგად დაშავებული, 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე, ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა.. მიკონკრეტებს, ეგ არა, მეორეო.. არ ვიცი, რა გავაკეთო, რა ვუპასუხო… როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა, ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ“ – წერს დათის დედა.

Comments
Loading...