“არ მომწონს და ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას”

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე საუბრისას განაცხადა.

“მე პირადად არ მომწონს და თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას.

არსებობენ როგორც ამ პოზიციის მხარდამჭერნი, ასევე მოწინააღმდეგენი და სახელმწიფოს ვალია რომ პოზიციათა დაპირისპირება არ გადასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს, რაზედაც სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.”,-ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, გუშინ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ გასული წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი მივიდა მასთან სახლში წინადადებით და სათხოვარით და შემდეგ ამაზე საუბარი გაგრძელდა მეორე შეხვედრაზე, რომელიც მალევე, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა.

ვასაძე განმარტავს, რომ საუბრის შინაარსზე არაფერს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შეთანხმება, მასსა და ივანიშვილს შორის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო.

ამასთან,8 ნოემბერს, “ქართული მარშის” წევრებმა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გააპროტესტეს.

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

Comments
Loading...