”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის” – მარგველაშვილი

გადაუნაწილებელი ხმების წაღება გამარჯვებული ძალების მიერ ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სულხან საბას უნივერსიტეტში ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, თუ ის ონკრეტულ პარტიას არ მისცემს ხმას, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი ხმა ამ პარტიამ  წაიღოს, რაც საარჩევნო ტექნოლოგიების და მორალური თვალსაზრისითაც, მიუღებელია.

”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის. აქ დაიწყო საუბარი, რომ მთლიანად ნუ წაიღებს, ცოტა წაიღოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ბევრს წაიღებს თუ ცოტას, მითვისება მითვისებაა. ეს არ არის ჩემთვის მისაღები პრაქტიკა და ცუდ იმპულსებს მისცემს საზოგადოებას. ორი წელია საუბარია იმაზე, რომ დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან რომ შენ, რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, მან ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ის ხმები მიაქვს სხვას. ეს პრინციპულად მიუღებელია არა მხოლოდ საარჩევნო ტექნოლოგიით, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...