“არ შეიძლება 10 წლი ერთი და იგივე ხალხი ბიუჯეტს ფულს წოვდეს”

არ შეიძლება 10 წელი ერთი და იგივე ხალხი იყოს და ბიუჯეტიდან ფულს სწოვდეს, – ამის შესახებ “მაესტროს” ერთ-ერთმა მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით თავის ძმასთანაც ჰქონდა სერიოზული ამბები.

“ამ თემასთან დაკავშირებით მე ჩემს ძმასთანაც სერიოზული ამბავი მქონდა, მეუბნებოდა თავი შეიკავეო, არ უნდოდა რომ სიტუაცია აგამემწვავებინა, მე არ შემიძლია თავის შეკავება. არ შეიძლება ათი წელიწადი ერთი და იგივე ხალხი იყოს, სწოვდეს ბიუჯეტიდან ფულს და ახალი არავინ შეუშვა ბაზარზე, რომელიც უკეთეს ფასს და უკეთეს ხარისხს დებს.

თქვენ თუ გგონიათ რომ მეხალისება აქ ჯდომა და ჩემი თავის დაყენება კანონზე მაღლა მინდა, ძალიან ცდებით. არ შემიძლია სიმართლეზე თვალები დავხუჭო. კიდევ ერთხელ ვთხოვ ნოდარ ხადურის უწყებას (კონკურენციის სააგენტო) რომ ობიექტური დასკვნა დაწეროს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, გაჩეჩილაძემ ხელისუფლება კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ დღეს გიორგი გაჩეჩილაძის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობებისა და  სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებებზე გაკეთებული გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა და რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.

Comments
Loading...