ასტეროიდი დედამიწას საქართველოს დროით 01:51-ზე ჩაუვლის

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი ჩაუვლის. კერძოდ, ჩვენ შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება.

ასტეროიდი, სახელად 1994 PC1 ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა 1994 წელს, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა.

ასტეროიდი დედამიწას საქართველოს დროით 01:51-ზე ჩაუვლის.

მოვლენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

“პრაიმტაიმი”

Comments
Loading...