“ასტონ ვილას” კაპიტანი, რომელიც სხვებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, წვეულებაზე წავიდა და ავარიაში მოყვა

“ასტონ ვილას” კაპიტანი, რომელიც სხვებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, წვეულებაზე წავიდა და ავარიაში მოყვა. საუბარია ბრიტანლი კლუბის ირლანდიელ ფეხბურთელ ჯეგ გრილიშზე, რომლის შეძენითაც მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. The sun წერს სტატიას “კორონავირუსი სპორტში”, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ აღნიშნულ ინციდენტს ეხება.

გამოცემის ცნობით, ირლანდიელმა ფეხბურთელმა სახლში დარჩენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, წვეულებაზე წავიდა და შემდეგ საკუთარი მანქანა, 80 000 გირვანქად ღირებული Range Rover-ი დაამტვრია.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ფეხბურთელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

Comments
Loading...