„ასტონ მარტინმა“ დიდ ბრიტანეთში არსებული წარმოების ობიექტები დროებით დახურა
Aston Martin დიდ ბრიტანეთში არსებულ საწარმოებს დროებით ხურავს. ინფორმაციას ავრცელებს Reuters
აღნიშნულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დღესარსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე. კორონავირუსმა მკვეთრად შეამცირა მოთხოვნა ავტომობილებზე.
„ასტონ მარტინი“ საწარმოებს დახურავს ოთხშაბათს,25 მარტს. 20 აპრილს კი მუშაობას ისევ აღადგენს.