აფეთქებები ზაპოროჟიეს ოლქში | მედია ვარაუდობს, რომ გამოყენებულია ფოსფორის ბომბი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ორეხოვი დაბომბეს. კადრებს ადგილობრივებზე დაყრდნობით, უცხოური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გამოყენებულია ფოსფორის ბომბები.

ცნობისთვის, ფოსფორის იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ დანაშაულია და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

“მთავარი არხი”

Comments
Loading...