აშშ აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ აყენებს ევროკავშირს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არჩევანის წინაშე

ვაშინგტონი არ აყენებს ევროკავშირს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არჩევანის წინაშე, ამას პეკინი აკეთებს. ეს მოსაზრება ბრიფინგზე გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა.

მან განაცხადა, რომ 15 ივნისის ვიდეო კონფერენციის დროს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, იოზეფ ბორელის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მონაწილეობით, მათ ყურადღება გაამახვილეს ჩინეთთან ურთიერთობებზე.

”ევროკავშირმა ბოლო თვეებში არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ჩინეთი არის სისტემური მოწინააღმდეგე და კონკურენტი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ მასთან პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში.” – განაცხადა მან. მისი მოსაზრებით, ბრიუსელის ამგვარი მიდგომა მრავალი თვალსაზრისით ეხმიანება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას.

რიკერის თქმით, ჩინეთს სურს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ტრანსატლანტიკური ალიანსის განხეთქილება.

”სახელმწიფო მდივნის პოზიცია ის არის, რომ ჩვენ-ამერიკელები არ ვთხოვთ ევროკავშირს, ან მის წევრ ქვეყნებს არჩევანის გაკეთებას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩინეთი კი ამას აკეთებს”, – განაცხადა მან.

რიკერის განცხადებით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის თანამშრომლობა დაურღვეველია, რადგან იგი ემყარება დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპების საერთო შეხედულებას და ერთგულებას.

22 ივნისს, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი ვიდეო ფორმატით გაიმართება, ბრიუსელი ყველაფერს გააკეთებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად, განაცხადა ბორელმა. ამავე დროს, აღნიშნა, რომ მან სახელმწიფო მდივანს შესთავაზა შექმნან “დიალოგის ცალკე ფორმატი, რათა ჩინეთთან განიხილონ სტრატეგიული გამოწვევები.”

Comments
Loading...