აშშ-ის პრეზიდენტი პანდემიის დროს გოლფის თამაშისას დააფიქსირეს(ვიდეო)

ტრამპი გოლფის თამაშზე არც კორონავირუსული პანდემიის დროს ამბობს უარს. ინფორმაციას ავრცელებს The Sun.

აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნულმა ქმედებად საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია,რადგან მან ამ პროცესისას დაარღვია სოციალური დისტანცირების პირობები და ხელიც კი ჩამოართვა რამოდენიმე ადამიანს.

ამჟამინდელი პრეზიდენტის ეს ქმედება გააკრიტიკა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ჯო ბაიდენმაც და საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა : “დაიღუპა თითქმის 100 ათასი ადამიანი, ათეულობით მილიონმა დაკარგა სამსახური და ამდროს ტრამპი მთელ დღეს გოლფის თამაშში ატარებს.”

Comments
Loading...