აშშ-ის საზღვაო ძალების გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა

ქალაქ სან-დიეგოში (კალიფორნია) აშშ-ს საზღვაო ძალების სადესანტო გემზე Bonhomme Richard ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 59 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია Twitter–ის გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სამმართველომ.

დეპარტამენტის ცნობით, დაშავდა 36 სამხედრო მოსამსახურე და 23 სამშვიდობო. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება მზის დარტყმა და კვამლით მოწამვლა. ყველამ მიიღო სამედიცინო დახმარება. არც ერთი მეზღვაური არ გადაუყვანიათ საავადმყოფოში.

აშშ-ს წყნარი ოკეანეის ფლოტის სარდლობა აქამდე 57 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა. ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩაუქვრიათ.

Bonhomme Richard-ის ბორტზე ხანძრის გაჩენის შესახებ ცნობილი გახდა წინა დღით. გემი ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი. ხანძრის დროს ბორტზე დაახლოებით 160 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

Comments
Loading...