აშშ-ის სამხედრო გემ Kidd-ზე Covid-19-ით 64 ადამიანი დაინფიცირდა

ახალი კორონავირუსით,მინიმუმ 64 ადამიანი დაინფიცირდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემ Kidd-ზე. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს.

”დღევანდელი მდგომარეობით, USS Kidd-ის ეკიპაჟის წევრების 63%-ს, ყველას, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდათ და მათ, ვისთანაც ამ პირებს კავშირი ჰქონდათ დაუკავშირდნენ, ჩაუტარდათ ტესტირება ახალ კორონავირუსზე, რომლის შედეგად ინფიცირების 64 შემთხვევა დადასტურდა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სამხედრო გემზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. ხომალდი მონაწილეობას იღებდა ანტინარკოტიკულ ოპერაციაში, რომელსაც აშშ კარიბის ზღვაში ახორციელებს.

Comments
Loading...